14:01 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
78 0 0

ღონისძიებაზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების წინაშე  ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით  წარსდგნენ

თბილისი,  2 იანვარი – Sputnik. ახალი წლის ღამეს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწო კონცერტი ონლაინ რეჟიმში გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებაში 14–მა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოზარდ მსჯავრდებულებს 2021 წლის დადგომა მიულოცეს და მათთვის საახალწლო თემატიკის მუსიკალური ნომრები და კომპოზიციები შეასრულეს. გარდა სიმღერებისა, ონლაინ–კონცერტი მოიცავდა ქორეოგრაფიულ ნომრებსაც.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახების წევრებთან ერთად შეხვდნენ. ინიციატივის ავტორი იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანი გახლდათ. თუმცა წელს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულებისთვის საახალწლო ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

 

 

 

მთავარი თემები