არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლოდ ონლაინ-კონცერტი ჩატარდა

© photo: Special Penitentiary Service of Georgia / FBახალი წელი არასრულწლოვანთა კოლონიაში
ახალი წელი არასრულწლოვანთა კოლონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაზე არასრულწლოვანი მსჯავრდებულების წინაშე  ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით  წარსდგნენ

თბილისი,  2 იანვარი – Sputnik. ახალი წლის ღამეს N2 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწო კონცერტი ონლაინ რეჟიმში გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
პენიტენციური სამსახური: ყველა ბრალდებულსა და მსჯავრდებულს PCR–ტესტირება ჩაუტარდება

გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებაში 14–მა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოზარდ მსჯავრდებულებს 2021 წლის დადგომა მიულოცეს და მათთვის საახალწლო თემატიკის მუსიკალური ნომრები და კომპოზიციები შეასრულეს. გარდა სიმღერებისა, ონლაინ–კონცერტი მოიცავდა ქორეოგრაფიულ ნომრებსაც.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახების წევრებთან ერთად შეხვდნენ. ინიციატივის ავტორი იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანი გახლდათ. თუმცა წელს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულებისთვის საახალწლო ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0