იმნაძე: ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ეცდება ის ძველებურად აღნიშნოს

© Sputnik / STRINGERსაახალწლო ნაძვის ხე
საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ ახალი წლის შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობამ შესაძლოა მოიმატოს.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს ახლობლები, რაც ყველაზე მეტად მაშინებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

იმნაძემ აღნიშნა, რომ აქედან გამომდინარე, ახალი წლის შემდგომ პერიოდში, 10-დან 20 იანვრამდე შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>

მან კმაყოფილება გამოთქვა სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციების მუშაობის გამო წინასაახალწლოდ გახსნის დროს. იმნაძემ აღნიშნა, რომ დაშვებული ვაჭრობის შედეგად ინფიცირებულთა რიცხვის დიდად გაზრდას არ ელოდება.

„რა ინფორმაციაც მაქვს, ჯერჯერობით ყველგან, განსაკუთრებით, დიდ მოლებში წესები კარგად არის დაცული. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა. ყველა ხედავს ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში როგორი იყო ავადობა და როგორია დღეს. ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩვენმა კლინიცისტებმა, რომელთაც ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ბრიფინგზე ყოველდღიური ტესტირების საკითხზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს დღეში 20 ათას ტესტამდე გაკეთების რესურსი გააჩნია.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებულია

იმნაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც ჩაიტარონ ტესტირება.

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა.

ახალი წლის მოახლოების გამო ქვეყნის დიდ ქალაქებში 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე სავაჭრო ობიექტები გაიხსნა. მაღაზიები შეზღუდული დღის გრაფიკით და დამატებითი რეგულაციებით მუშაობენ.

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 469 ფაქტი გამოავლინა>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0