იმნაძე: შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებულია

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმნაძის განცხადებით, ამჟამად ეპიდემილოგიური ვითარება ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა და ეს დაწესებული შეზღუდვების შედეგია, თუმცა მომავალშიც და განსაკუთრებით საახალწლო დღეებში, საჭიროა სიფრთხილე და რეკომენდაციების დაცვა

თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. საქართველოში ნოემბრის ბოლოს დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, განაცხადა პირველი არხის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
„არც დადებითი, არც უარყოფითი“ - საქართველოში საეჭვო ტესტის შედეგი 2 დღეში გახდება ცნობილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდა. დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდა, თუმცა ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული, რამდენად დაიცავენ საახალწლოდ არსებულ წესებს.

შორის პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, ახალი წელი მოკრძალებულად და ვიწრო წრეში აღნიშნონ, სტუმრიანობისგან და ხალხმრავლობისგან თავი შეიკავონ და დაიცვან ყველა წესი, რათა სადღესასწაულო დღეების შემდეგ მიღწეული ისედაც მყიფე სტაბილურობა არ დაირღვეს.

„დღეში 5 000 შემთხვევიდან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე. რაც მთავარია, გაკეთებული ტესტებიდან, ბოლო დღეების დადებითობის მაჩვენებელი სტაბილურად არის 13-14 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის სტაბილიზირება აშკარად სახეზეა და ახლა დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დავიცავთ რეგულაციებს. იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ“, – განაცხადა იმნაძემ.
სასწტაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს პაციენტების 55% გადის

პაატა იმნაძე სავაჭრო ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დიდი თავშეყრის ადგილებში წესები მაქსიმალურად დაცულია.

„შემიძლია ვთქვა, რომ სადაც დიდი თავშეყრაა, იქ მაქსიმალურად არის დაცული წესები. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ წესების დაცვით რაღაც კეთდება, ვირუსი არ ვრცელდება. გვქონდა ამის მაგალითები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა, მათ შორის აბარებდნენ ინფიცირებული აბიტურიენტები, მაგრამ ყველა წესი იყო დაცული“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ. ამ დროისათვის, სავაჭრო ცენტრები, შეზღუდვების შემსუბუქების გამო, დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე ღიაა.

ყველა ახალი ამბავი
0