კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.012 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 837 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 469 ფაქტი გამოავლინა>>

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 367, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 155, კახეთი – 147, შიდა ქართლი – 144, ქვემო ქართლი – 132, აჭარა – 125, მცხეთა-მთიანეთი – 34, გურია – 31, სამცხე-ჯავახეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.638 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 208.951-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 25 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.443-ს მიაღწია.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 12.735 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.480  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.570, აჭარაში – 488, იმერეთში – 1.055.

1.001 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 346 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 29, იმერეთში – 52. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.287 ადამიანი, მათ შორის 478 – თბილისში, 569 – აჭარაში, 92 – იმერეთში. 5.968 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 401 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 209, აჭარაში – 92, ხოლო იმერეთში – 13. თვითიზოლაციაში იმყოფება 33.920 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.453 პირი, აჭარაში – 2.942, იმერეთში – 3.865.

COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0