COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 208.951 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.443, კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.480 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.287 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.012-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 224.155-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 208.951 (ბოლო 24 საათში – 2.638) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.443 (ბოლო 24 საათში – 25), კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.480 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.287 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 13.451 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8.313, PCR–ტესტით – 5.138.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0