06:05 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

კორონავირუსის პანდემიის გამო კათოლიკური შობა მასშტაბურად აღარ აღინიშნა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას მხოლოდ ასამდე ადამიანი დაესწრო.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქრისტეშობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულია. გრიგორიანული კალენდრით შობას 25 დეკემბერს ზეიმობენ. ამ დღეს ქალაქ ბეთლემში დაიბადა ძე ღვთისა იესო ქრისტე.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქრისტიანული დღესასწაულია, ხოლო კათოლიკებისთვის – ყველაზე საზეიმო. ამ დღისთვის რთავენ სახლებს, ნაძვის ხეს, ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს. შობის დღეს მრავალი ტრადიცია არსებობს, რომლებსაც, უმეტესად, იტალიაში ჩაეყარა საფუძველი და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

Празднование католического Рождества
© photo: Sputnik / Maksim Bogodvid
კათოლიკური შობა

კათოლიკურ შობას არა მარტო კათოლიკეები, არამედ სხვადასხვა კონფესიების პროტესტანტები და ზოგიერთი მართლმადიდებლური გაერთიანებაც ზეიმობს. ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულად ითვლება.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო შობის დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნა. რომის პაპმა ფრანცისკემ წირვა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე ჩაატარა. მესას მხოლოდ ასამდე ადამიანი ესწრებოდა, მაშინ, როდესაც მათი რაოდენობა, ჩვეულებრივ, 10 ათასს აჭარბებს.

ყველაზე მასშტაბურად შობის დღესასწაული ბეთლემში – ქრისტეს შობის ადგილზე აღინიშნება ხოლმე. ტრადიციულად, მორწმუნე კათოლიკეებს იერუსალიმის პატრიარქი ულოცავს. კოვიდ-პანდემიის გამო საზეიმო ლიტურგია ბეთლემში ასევე მცირერიცხოვანი მრევლის თანდასწრებით და შობის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდა.

ასევე მოკრძალებულად აღინიშნა შობა საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში. შეზღუდვების გამო საშობაო მესა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა.

შეზღუდვები საქართველოში: აკრძალვები, რომლებიც 1 თებერვლამდე იმოქმედებს>>

საქართველოს რვა დიდ ქალაქში პანდემიასთან დაკავშირებით აკრძალულია გადაადგილება ღამის 9-დან დილის 5 საათამდე. ასევე არ მოძრაობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ე.წ. კომენდანტის საათი არ იმოქმედებს მხოლოდ ახალი წლისა და მართლმადიდებლური შობას – 6–7 იანვრის ღამეს.

მთავარი თემები