სამყარო კორონავირუსის ხაფანგში: რა ხდება ევროპის ქვეყნებში – ფოტო
სამყარო კორონავირუსის ხაფანგში: რა ხდება ევროპის ქვეყნებში – ფოტო
Sputnik საქართველო
ახლოვდება კათოლიკური შობა, ევროპის ქვეყნებში უკვე გამოჩნდა ნაძვის ხეები და სადღესასწაულო განათებები, თუმცა კორონავირუსის პანდემია უკან არ იხევს. 24.11.2020-ს, Sputnik საქართველო
ახლოვდება კათოლიკური შობა, ევროპის ქვეყნებში უკვე გამოჩნდა ნაძვის ხეები და სადღესასწაულო განათებები, თუმცა კორონავირუსის პანდემია უკან არ იხევს.
მთელ მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ამ მხრივ ევროპის ქვეყნებში ლიდერობენ საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. იხილეთ ფოტოკადრები, როგორ ცდილობენ ეს სახელმწიფოები კორონავირუსთან გამკლავებას. ამავდროულად ევროპაში გრძელდება საპროტესტო აქციები დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პანდემიის დროს ონლაინ-კონფერენციაზე. გერმანიაში უკვე 944 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არც ისე დიდია, მეზობელ ქვეყნებში ამ მაჩვენებელმა 14 ათასს გადააჭარბა
„პისიარ“ ტესტირება იტალიის ჩრდილოეთში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში, რომელიც COVID-19-თან საბრძოლველ ცენტრად იქცა. იტალიაში დარეგისტრირებულია ინფიცირების დაახლოებით 1,5 მილიონი შემთხვევა და 50 ათასზე მეტი სიკვდილი
ქუჩაში პირბადეებს იყენებენ მადრიდის მკვიდრებიც. ამ ქვეყანაში დაინფიცირების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 1,5 მილიონს, ხოლო სიკვდილიანობის რაოდენობა 43 ათასს უახლოვდება
მედდა მარტა ფერნანდესი საკუთარ პაციენტთან, 94 წლის მარია ტერეზა არგულოსთან პალატაში. ყველაზე საშინელი ამ პანდემიაში ისაა, თუ როგორ ებრძვიან პაციენტები მას მარტოდმარტო. ყველაზე რთული კი იმის ყურებაა, როგორ ტოვებს მათ სიცოცხლე მარტოობაში“, - ამბობს ფერნანდესი
საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთშიც. ამ ქვეყანაში უკვე 2,2 მილიონამდე დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 50 ათასამდე ადამიანი. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი შეზღუდვების წინააღმდეგია. ფოტოზე - აქცია ლიონში
ფოტოზე ლაბორატორიის თანამშრომელი უჩვენებს ექსპრეს-ტესტს მიუნხენის აეროპორტში. ამ ტესტებს საექსპერიმენტო რეჟიმში გამოიყენებს კომპანია ლუფთჰანზა მიუნხენსა და ჰამბურგს შორის რეისების მგზავრების შესამოწმებლად