12:37 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (113)
6010

ქართული ასეული ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იყო პასუხისმგებელი.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური. 

ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ.

მათ სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მხარდაჭერა აღუთქვეს და წარმატებები უსურვეს.

I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში, ქალაქ ქაბულში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტაციის გაწევა შედის.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (113)

მთავარი თემები