ლილოს მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსით 42 ბენეფიციარი დაინფიცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბენეფიციარების ნაწილი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კოვიდ-კლინიკაში მოათავსეს, ნაწილი კი ადგილზე მკურნალობს.

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ლილოს მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარების უმრავლესობას კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება პირველი არხი.

რეანომობილი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფარში ვირუსი 42 პაციენტს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა ნაწილი კოვიდ-კლინიკაში გადაიყვანეს, ნაწილი მკურნალობის კურსს ადგილზე გადის.

„როდესაც ცალკეულ ბენეფიციარებს გამოუვლინდათ სიმპტომები და საავადმყოფოში გაიყვანეს, სადაც დაუდასტურდათ კოვიდი, გავაკეთეთ ორგანიზება და ბენეფიციარებს ჩაუტარდათ სწრაფი ტესტირება. მაქსიმალურად მოვახდინეთ სხვა ბენეფიციარებისგან კოვიდადებითი ბენეფიციარების გამიჯვნა და ერთმანეთთან ურთიერთობაში არ იყვნენ“, - აცხადებენ მოხუცთა თავშესაფარში.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს.  ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.734-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია. გარდაიცვალა 1 614 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0