საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

© Sputnik / Viktor Kaminskyრეანომობილი
რეანომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ეპიდვითარების გართულების ფონზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. გორში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა – კლინიკა „გორმედის“ მედპერსონალმა თანამშრომლის გადარჩენა ვერ შეძლო, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში 8 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული>>

ინფიცირებული ექიმი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ბოლო დღეებში კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ექიმი კლინიკა „გორმედში“ წლების განმავლობაში მუშაობდა. ის პანდემიის დაწყების დღიდან აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 174.383-ს შეადგენს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ  1.614 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0