09:56 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
71 0 0

საქართველოში ეპიდვითარების გართულების ფონზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის ინფიცირებისა და ლეტალობის შემთხვევები იზრდება.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა თანამშრომლის გადარჩენა ვერ შეძლო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ინფიცირებული ექიმი 6 დეკემბერს კოვიდ-სასტუმროდან სტაციონარში გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობით გადაიყვანეს. მას გულის თანმდევი დაავადება ჰქონდა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში წლების განმავლობაში ტრავმატოლოგად მუშაობდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს. ბოლო ცნობებით, აჭარაში კორონავირუსს სამედიცინო სფეროს რვა წარმომადგენელი ემსხვერპლა.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 169.649-ს შეადგენს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.576 ადამიანი გარდაიცვალა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები