ბათუმში კორონავირუსით 49 წლის ექიმი გარდაიცვალა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის კლინიკა
ბათუმის კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირებულ პაციენტს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
კორონავირუსით „ევექსის კლინიკების“ ორი ექიმი გარდაიცვალა

49 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა. იგი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან 10 ნოემბერს გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა, ის მართვის სუნთქვაზე მძიმე ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

„კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა გარდაცვალების მიზეზი. შემოყვანის დროს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმმა მიხეილ მჟავანაძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა 8 ათასს აჭარბებს. გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათზე მეტი წარმომადგენელი.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 169.649-ს შეადგენს. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.576 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0