13:12 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამიანის უფლებები საქართველოში (52)
220 0 0

წიგნის ავტორი იმ ახალგაზრდა ქალებზე გვიამბობს, რომლებმაც ბავშვობის ასაკში ქორწინება, ან ქორწინების იძულება გამოიარეს.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-მ გოგა ხატიაშვილის წიგნი „გამბედაობა - ახალგაზრდა ქალების ამბები ბავშვობის ასაკში და იძულებით ქორწინების შესახებ“ გამოსცა, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზაციის ევრაზიის რეგიონის კონსულტანტმა თამარ დეკანოსიძემ.

წიგნის ავტორი სამართლის მაგისტრი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი 27 წლის გოგა ხატიაშვილია, რომელიც წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბავშვობის ასაკში ქორწინების მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით.

წიგნი გვიამბობს შვიდი ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომლებმაც ბავშვობის ასაკში ქორწინება, ან ქორწინების იძულება (მათ შორის, მოტაცების გზით) გამოიარეს. ზოგმა მაშინვე შეძლო თავი დაეღწია არასასურველი ქორწინებისთვის, ზოგმა კი ეს რამდენიმე წლის შემდეგ მოახერხა. რამდენიმემ ოჯახში ძალადობაც განიცადა, დღეს კი თითოეულმა მათგანმა თავისუფლება მოიპოვა.

თამარ დეკანოსიძის თქმით, საქართველოს ბავშვობის ასაკში ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აღმოსავლეთ ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ქორწინების დასაშვები ასაკი 18 წელია, 20-დან 24 წლამდე ქალების 14% საქართველოში 18 წლამდე ასაკში არის დაქორწინებული.

„ასევე პრობლემად რჩება ქორწინების იძულების მიზნით არასრულწლოვანი გოგოს მოტაცების შემთხვევებიც, მართალია ბევრს ჰგონია რომ საქართველოში ეს უკვე აღმოიფხვრა, მაგრამ 2020 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 ასეთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, - აღნიშნა თამარ დეკანოსიძემ.

16 წლის გოგონას მოტაცებისთვის სამი მამაკაცი დააკავეს >>

წიგნის პრეზენტაცია 7 დეკემბერს ონლაინ-ფორმატში 16:00 საათზე გაიმართება და ასევე გადაიცემა ლაივის მეშვეობით დემოკრატული ჩართულობის ცენტრების ქსელის Facebook-გვერდზე, რომელიც პრეზენტაციის თანაორგანიზატორია.

თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (52)

მთავარი თემები