სამცხე-ჯავახეთში გოგონას მოტაცებისთვის სასიძო და მისი ორი მეგობარი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliშეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, სამმა ახალგაზრდა მამაკაცმა 19 წლის გოგონა ქორწინების მიზნით წალკისკენ ძალდატანებით წაიყვანა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. პოლიციამ სამი პირი დააკავა ქორწინების მიზნით ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
16 წლის გოგონას მოტაცებისთვის სამი მამაკაცი დააკავეს

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი. წალკის მუნიციპალიტეტში „ცხელ კვალზე“ დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0