Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შვეიცარია საქართველოდან ჩასულთათვის 14 დეკემბრიდან კარანტინს აწესებს

CC0 / Pixabay / შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შევიდა ის სახელმწიფოები, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასით მეტია, ვიდრე თავად შვეიცარიაშია

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. შვეიცარიამ საქართველო შეიყვანა ეპიდემიოლოგიურად სახიფათო ქვეყნების ჩამონათვალში, ნათქვამია შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური ოფისის ინფორმაციაში.

უწყების მონაცემებით, 14 დეკემბრიდან იმ ქვეყნების სიაში, საიდანაც დაბრუნებისას სავალდებულოა 10-დღიანი კარანტინის გავლა, საქართველოს გარდა მოხვდნენ აშშ, ლიეტუვა, იორდანია, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, სერბეთი, სლოვენია და უნგრეთი.

აშშ-ში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა - Sputnik საქართველო
აშშ-ში დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

ჩამონათვალში შედის იტალიის რეგიონები: ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია ​-ჯულია და ვენეტო, აგრეთვე ავსტრიის ფედერაციული მიწები - შტირია და კარინტია.

როგორც აღნიშნულია, ჩეხეთი 14 დეკემბრიდან საკარანტინო სიიდან „გარიცხეს“.

შვეიცარიაში 10-დღიანი კარანტინის დამრღვევებს ემუქრებათ ჯარიმა 10 ათას ფრანკამდე.

6 დეკემბრისთვის შვეიცარიაში კორონავირუსით ინფიცირების 344 497 შემთხვევა გამოვლინდა. დღეისათვის შვეიცარიაში გარდაიცვალა უკვე 5 324 ადამიანი, ლეტალობა 1,55%-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 260 600 პაციენტი, რაც 75,65%-ს შეადგენს. შვეიცარია მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით 32-ე ადგილს იკავებს.

მოსკოვში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო >>

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების 162 475 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1504 ადამიანი, ლეტალობა 0,93%-ს შეადგენს. მთლიანად გამოჯანმრთელდა 133 511 ადამიანი, აღდგენა 82,2%-ს შეადგენს. საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში 45-ე ადგილს იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0