თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. აშშ-ში შაბათს კორონავირუსით ინფიცირების 227 885 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღე-ღამური მაჩვენებლის რეკორდია, ამას მოწმობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები.
ამგვარად, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღე-ღამური შემთხვევების რაოდენობა ზედიზედ მეორე დღეა რეკორდულია. გუშინ, 4 დეკემბერს ამ მაჩვენებელმა 217 ათასზე მეტი შემთხვევა შეადგინა.
ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული დიაგნოზის მქონე 2 607 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყებიდან აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 14,3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 279 ათასზე მეტი ადამიანი. გამოჯანმრთელდა 5,4 მილიონი პაციენტი.