დადგინდა კვლევით: აშშ-ში COVID-19 მანამ იყო, სანამ ჩინეთი ვირუსს აღმოაჩენდა

© photo: Sputnik / Dmitry Parshin / გადასვლა მედიაბანკშივითარება მანჰეტენზე
ვითარება მანჰეტენზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონორული სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ აშშ-ში კორონავირუსი ადამიანებს უკვე იქამდე ჰქონდათ, სანამ ჩინეთი მისი არსებობის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებდა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. გასული წლის დეკემბერში აშშ-ის მოსახლეობაში შეგროვებული სისხლის ნიმუშების რეტროსპექტულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგ მათგანს COVID-19 ჯერ კიდევ მანამდე ჰქონდა, სანამ ჩინეთი ახალი ვირუსის არსებობას გამოაცხადებდა, ნათქვამია სტატიაში, რომელიც Clinical Infectious Diseases-ზეა გამოქვეყნებული.

პაციენტი და ექიმი საავადმყოფოს პალატაში - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი უცნობი თვისება: კორონავირუსისგან განკურნებულებს მძიმე შედეგები გამოუვლინდათ

ჩინეთმა უჰანში უცნობი პნევმონიის ფაქტების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელიც შემდგომში ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოჩნდა. აშშ-ში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 20 იანვარს დაურეგისტრირდა ვაშინგტონის შტატის მცხოვრებს, რომელიც მანამდე ჩინეთში მოგზაურობდა.

როგორც ირკვევა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრებმა (CDC) დონორული სისხლის 7000-ზე მეტი ნიმუში შეისწავლეს, რომლებიც ამერიკის წითელი ჯვრის საზოგადოებას 2019 წლის 13 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრამდე ჰქონდა შეგროვებული ქვეყნის ცხრა შტატში. აქედან 106-მა ნიმუშმა დადებითი პასუხი გამოავლინა SARS-CoV-2-ის ანტისხეულებზე.

კვლევის ავტორებმა დამატებითი ტესტირება ჩაატარეს, რათა ანტისხეულების სხვა ვირუსების მიმართ ჯვარედინი რეაქტიულობა გამოერიცხათ, და დაადგინეს, რომ აღმოჩენილი ანტისხეულები სწორედ SARS-CoV-2-ის იყო.

ექიმები და პაციენტი - Sputnik საქართველო
იღუპებიან მხოლოდ ახალგაზრდები: გამოჩნდა კიდევ ერთი უცნობი დაავადება

მეცნიერების განმარტებით, შესაძლო ცრუდადებითი ტესტების გათვალისწინებითაც კი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ახალი კორონავირუსი უკვე იყო აშშ-ის ტერიტორიაზე.

თუმცა მკვლევარები დაზუსტებით ვერ ამბობენ, სად და როდის დაინფიცირდნენ ანტისხეულების მქონე ადამიანები — შესაძლოა ისინი ახალი დაბრუნებული იყვნენ ჩინეთიდან, სადაც, როგორც მონაცემები მეტყველებს, ჯერ კიდევ ნოემბერში ცირკულირებდა ახალი ტიპის კორონავირუსი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებულმა რეტროსპექტულმა კვლევებმა ასევე გამოავლინა SARS-CoV-2-ის ანტისხეულები სისხლის იმ ნიმუშებში, რომლებიც 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში შეგროვდა.

არა თავად ვირუსი: დადგინდა, რა აზიანებს COVID-19-ის დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემას>>

ახლა მეცნიერები კვლევის ფარგლებში აპირებენ დაუკავშირდნენ იმ ადამიანებს, რომელთა სისხლშიც კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები აღმოჩნდა, რათა დაადგინონ, იმოგზაურეს თუ არა მათ ჩინეთში 2019 წლის ბოლოს, და ჰქონდათ თუ არა COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები იმ პერიოდში.

 

ყველა ახალი ამბავი
0