12:16 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
85 0 0

ბოლო დღე-ღამეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მასშტაბით COVID-19 434 ადამიანს დაუდასტურდა, რეგიონის კოვიდ-კლინიკებში კი 280 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში 30 პაციენტზე გათვლილი კიდევ ერთი კოვიდ-კლინიკა გაიხსნა, განაცხადა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ.

ამ ეტაპზე  რეგიონის კოვიდ-კლინიკებში 280 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

„სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სწრაფი ტექსტის ჩატარება შეუძლიათ 30 ლოკაციაზე. ლოკაციების რაოდენობა ორშაბათიდან კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია შესაბამისი დაწესებულებების რესურსები და მიმდინარეობს სწრაფი ტესტირებები“, - განაცხადა თორიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსის 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.  

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები