თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში 30 პაციენტზე გათვლილი კიდევ ერთი კოვიდ-კლინიკა გაიხსნა, განაცხადა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდ-კლინიკებში 280 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„სიმპტომის მქონე მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით სწრაფი ტექსტის ჩატარება შეუძლიათ 30 ლოკაციაზე. ლოკაციების რაოდენობა ორშაბათიდან კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია შესაბამისი დაწესებულებების რესურსები და მიმდინარეობს სწრაფი ტესტირებები“, - განაცხადა თორიამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსის 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.
ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.