თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მასშტაბით COVID-19 434 ადამიანს დაუდასტურდა, კოვიდმიმღებ საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენა 41-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.
მათი ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 128 ადამიანი.
რუხის კლინიკაში იმყოფება კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის - 60, თავისუფალი საწოლფონდის რაოდენობა კი 30-ს შეადგენს.
სენაკში არსებულ „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება - 38 პაციენტი, მათ შორის მძიმე - 8, კლინიკაში თავისუფალია სულ 2 საწოლი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება - 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 12 პაციენტია, თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა -1.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 31 პაციენტია მოთავსებული, თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა - 1.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 21 პაციენტი იმყოფება, თავისუფალი საწოლ ფონდის რაოდენობა კი 7-ს შეადგენს.
სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. აბაშის მკვიდრი 66 წლის პაციენტი ქუთაისის „ჰოსპიტალ-სერვისში“ მკურნალობდა და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. ასევე თანმდევი დაავადებები ჰქონდა სენაკის მკვიდრ 84 წლის მამაკაცს, რომელიც სენაკის კლინიკა „სენამედში“ გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა >>
ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.
ნიკა ლატარია