საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Miho Neiman სასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5 450-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 158 154-ს მიაღწია.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1 462 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5 450-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 158 154-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 129 210 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2 306), კარანტინის რეჟიმშია 1 325, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 768 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 4 067 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0