ინტენსიური ტესტირება და ყველაზე მეტი შემთხვევა: რა საკითხები განიხილა საკოორდინაციო საბჭომ

© photo : Government of Georgia / FBმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სინდრომი, შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე და გაიკეთონ ტესტი.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობაზე, ინფიცირების რეკორდულ მაჩვენებელსა და ვაქცინაციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტესტირება - Sputnik საქართველო
გახარია: ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს

როგორც სხდომაზე აღინიშნა, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირებების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს – 17 ათასს გადააჭარბა, კვირის ბოლოდან კი ყოველდღიურად დაახლოებით 20 ათასამდე ტესტის ჩატარება იგეგმება, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება.

უწყების ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აღენიშნებათ რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სინდრომი – ხველება, სიცხე, ყელის ტკივილი, სუნისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა, შეუძლიათ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს როგორც ექიმის მიმართვით, ისე მიმართვის გარეშე და გაიკეთონ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც პასუხს 20 წუთში იძლევა.

ამირან გამყრელიძე: გადაწყვეტილი არაა, დასჭირდებათ თუ არა კოვიდგადატანილ პირებს ვაქცინა>>

ასევე იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან, კერძოდ, ამბოლატორიულ ტესტირებას 223 დაწესებულება ჩაატარებს. ყველა ჰოსპიტალიზებულ ადამიანს კი, სიმპტომების მიუხედავად, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით გამოიკვლევენ.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოავლინა

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას შეფასებით, ინტენსიური ტესტირების პროგრამა ხელს შეუწყობს ინფიცირებულების სწრაფ დიაგნოსტიკასა და ინფორმირებას, რაც, თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს.

ასევე, უწყების ინფორმაციით, კოვიდ-ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი.

გახარია: საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათშორისი კომისია იზრუნებს>>

სხდომაზე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარებაც და აღინიშნა, რომ კვლავ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვაზე.

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: თბილისში კვლავ ყველაზე მეტი ინფიცირებულია

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბოლო 24 საათში შეზღუდვების დარღვევის 1.041 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის არიან იზოლაციის ან კარანტინის წესის და პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირები.

ასევე შეზღუდვების ამოქმედებიდან, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შემოწმდა 22 ათასზე მეტი ობიექტი. მათ შორის წერილობითი ან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო 16 ათასზე მეტმა ობიექტმა, დაჯარიმდა 7 ობიექტი, 6 ათასამდე ობიექტს კი შეუჩერდა საქმიანობა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 152 704 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 126 904, გარდაცვლილია 1 425 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0