გახარია: ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს

© photo: Sputnik / Evgeny Epachintsev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ბოლო თვის განმავლობაში ყოველდღიურად დაახლოებით 9,8 ათასი PCR-ტესტი და 3 ათასამდე სწრაფი ტესტი ტარდება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ კორონავირუსზე ტესტი უფასოდ ჩაიტარონ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოში მოქალაქეთა ინტენსიური ტესტირების პროგრამა გუშინ ამოქმედდა. საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორთვიანი გეგმის ფარგლებში აღნიშნული პროგრამა 1 თებერვლამდე იმოქმედებს – იგეგმება დღეში 20 ათასი ტესტის ჩატარება, ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტებიც. 

კორონავირუსის ტესტი - Sputnik საქართველო
საქართველოში დღეიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

„ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა. ამავდროულად ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს. ამ პროცესმა შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების სწრაფ გამოვლენას“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აჭარბებს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში იმოქმედებს.

ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 147.636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124.568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1.387 მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0