საკონსტიტუციო სასამართლომ კარანტინთან დაკავშირებით სარჩელები წარმოებაში მიიღო

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ სადავო ნორმების შეჩერებაზე უარი განაცხადა – ისინი მოქმედებას საბოლოო ვერდიქტამდე გააგრძელებენ.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ წარმოებაში ერთბაშად სამი სარჩელი მიიღო, რომლებიც ეხება კარანტინში განთავსებას, საზღვრების ჩაკეტვას და პირდაპირი ავიარეისების აკრძალვას. გადაწყვეტილებები „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ და მთავრობას შეზღუდვების შემოღების უფლება მიანიჭა – პარლამენტის მიერ დამტკიცების გარეშე. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
რას კრძალავს კანონი შეზღუდვების შესახებ: სახალხო დამცველის შეფასება

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – განიხილოს ამ ცვლილებებისა და მთავრობის იმ დადგენილებების შესაბამისობა კონსტიტუციის ნორმებთან, რომლებიც ამ ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული.

კერძოდ, პირველ სარჩელში მოქალაქეები ედუარდ მარიკაშვილი და გიორგი ჩიტიძე ასაჩივრებენ „საზოგადოებრივი ჯანმრთლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს და მთავრობის დადგენილებას „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსვლისას სავალდებულო კარანტინში განთავსების ნაწილში.

მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმა, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელს ხდის ადამიანს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდოს, აუკრძალოს გარკვეული დროით საკარანტინო სივრცის დატოვება და მნახველების მიღება, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მუხლს ადამიანის თავისუფლების შესახებ, რომელიც კრძალავს ადამიანის თავისუფლების აკრძალვას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე არაუმეტეს 48 საათისა.

კიდევ ორი სარჩელი ეხება მთავრობის დადგენილებას „იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ“ საზღვრების ჩაკეტვისა და პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვის ნაწილში. 

სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი - Sputnik საქართველო
სისტემური ლოკდაუნი არ იქნება - საქართველოს ვიცე-პრემიერი

სარჩელში „პაატა დიასამიძე საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივრდება საერთაშორისო რეგულარული რეისების აკრძალვა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ აღნიშნული აკრძალვა არღვევს კონსტიტუციის იმ მუხლს, რომელშც მითითებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ ადამიანს უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე გადააადგილდეს, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და გავიდეს ქვეყნიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეზღუდვა საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარეობს.

უფრო მეტიც, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე მსგავსი შეზღუდვების დაწესების უფლება არ ჰქონდა და ამით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები დაარღვია, რომელიც კრძალავს შეზღუდვების შემოღებას, რომლებიც არღვევენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
21 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებული კარანტინის წესები იცვლება

მსგავსი სარჩელი შეიტანეს მოქალაქეებმა ლიკა საჯაიამ და ედუარდ მარიკაშვილმა, რომლებიც მოითხოვენ პირდაპირ ავიარეისიების განხორციელებაზე აკრძალვის გაუქმებას და მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ის შეზღუდვები შემოიღო, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პარლამენტს უნდა შემოეღო, რამდენადაც იგი ეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.

მიუხედავად სარჩელების წაროებაში მიღებისა, სასამართლომ უარი განაცხადა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე – ისინი მოქმედებას საბოლოო ვერდიქტამდე გააგრძელებენ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის უმაღლესი დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოა, რომელშიც განიხილება მიღებული კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში იგი ძალას კარგავს.

ყველა ახალი ამბავი
0