21 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებული კარანტინის წესები იცვლება

გამოწერა
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რიგი საკითხები განიხილეს და ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რიგი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის 21 ოქტომბრიდან სავალდებულო კარანტინის წესები იცვლება, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: რეგულარული ფრენები ეტაპობრივად აღდგება

საზღვარგარეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.

იმ შემთხვევაში, თუ მათ არ ექნებათ PCR–ტესტის პასუხი, ისინი საკარანტინო სივრცეში გადავლენ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დადგენილი წესების დაცვისკენ: პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და თავყრილობებისგან თავის არიდება.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე ასევე იმსჯელა კლინიკებში არსებულ სიტუაციაზე. დღეისათვის ქვეყანაში მინიმუმ 4 ათასი საწოლია მობილიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით კიდევ უფრო აქტიური მუშაობა დაევალა, რათა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების მისაღებად დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი იყოს მზადყოფნაში. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
სამშობლოში კარანტინის გარეშე: საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი წესები ამოქმედდება

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ კლინიკური მართვის ახალი მოდელი იძლევა საშუალებას, აუცილებლობის შემთხვევაში საწოლების საჭირო რაოდენობა არსებობდეს, რამდენადაც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში ან ე.წ. კოვიდ–სასტუმროებში, ხოლო მძიმე პაციენტები რჩებიან სტაციონარში.

რაც შეეხება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლებასა და პედაგოგებისა და მოსწავლეების ინფიცირების საკითხს, ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, თითოეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებები, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე, ოპერატიულად, ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღება.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1194-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 19857-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა 158 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური