03:08 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
118 0 0

გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა რეგულაციების დამატებისა და მათი გამკაცრების საფუძველს იძლევა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საკოორდინაციო საბჭო წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, არსებულ რეგულაციებთან ერთად აუცილებელია წერტილოვანი შეზღუდვების დამატება და მათი აღსრულების გამკაცრება, აღნიშნულ საკითხზე კი საკოორდინაციო საბჭო რამდენიმე დღეა მსჯელობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ შემზღუდველი ღონისძიებები არ გამკაცრდება, შესაძლოა პიკი დიდხანს გაგრძელდეს.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტთან. აღნიშნული ინსტიტუტი ყოველკვირეულ განახლებებს აკეთებს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ევროპის და... ასევე საქართველოსაც გვიკეთებს პროგნოზირებას. მათი გათვლების მიხედვით, სწორედ დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ქვეყანაში როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის კუთხით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი ბევრ სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით ციფრებს რამდენიმე დიდ ინსტიტუტთან ამოწმებს.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, საქართველოს დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია ქვეითად მოსიარულეებისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. მთავრობაში აცხადებენ, რომ სრული „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა არსებული შეზღუდვები გამკაცრდება და, შესაძლოა, ახალი შეზღუდვებიც დაწესდეს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.128-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 111.818-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 92.215 ადამიანი, გარდაიცვალა 1.051 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები