02:32 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (353)
69 0 0

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიემართება, უამინდობის გამო მოძრაობა სატვირთოებისთვის აკრძალული იყო

თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად იმოძრავებს და ისიც მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში  ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ამ რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება

ინტენსიური თოვის გამო მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 19 ნოემბერს აიკრძალა. შაბათს შეზღუდვა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოიხსნა.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ვითარება გზებზე: აიკრძალა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა >>

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხოელთათვის საზღვრები ჩაკეტა, ტვირთების გადაზიდვა ქვეყნის ტერიტორიის გავლით შეუფერხებლად მიმდინარეობს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (353)

მთავარი თემები