ვითარება გზებზე: აიკრძალა მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

© Sputnik / Alexander Imedashviliშეზღუდვები გზებზე თოვის გამო
შეზღუდვები გზებზე თოვის გამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზაზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა

თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 43-110-ე კმ. (ალგეთი-ფარავანი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენის სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი  თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0