თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. დიდთოვლობამ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
კერძოდ, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური–ბახმაროს საავტომობილო გზის ჩხაკაურა–ბახმაროს მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–შემოქმედი–ბჟუჟჰესი–გომისმთის საავტომობილო გზის 14-32 კმ მონაკვეთზე.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.