04:28 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2476)
109 0 0

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით ავადობის ზრდა ვირუსის თვისებების შეცვლით არის გამოწვეული

თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. ვიდრე ვაქცინა და მედიკამენტი არ გვექნება, ახალ კორონავირუსთან  გამკლავება ძალიან მძიმე ზომების მიღებით მოგვიწევს, განაცხადა საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 82 835 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 65 291, გარდაიცვალა 733 პაციენტი.

„სტატისტიკა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მართლაც არ გვაქვს მარტივი მდგომარეობა, თუმცა საბედნიეროდ გვაქვს იმის რესურსი, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელი იყო თუ არა ეს, სერგეენკოს აზრით,  მოსალოდნელი იყო ოდნავ გვიან პერიოდში.

„თუმცა ამ ვირუსის ქცევას ვერ გავთვლიდით და ის, რაც მოხდა მთელ მსოფლიოში, ქვეყნების უმეტესობაში, საქართველოც ვერ გადაურჩა მათ რიგებში ჩადგომას, რაც არის ურთულესი გამოწვევაა არამარტო ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ ქვეყნისათვის. პანდემია ეხება ყველაფერს, ჯანდაცვას, ეკონომიკას, სპორტს, ხელოვნებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, მთლიანად მსოფლიოში კორონავირუსით ავადობის ზრდა ვირუსის თვისებების შეცვლით არის გამოწვეული.

„თუ ადრე ის ხანდაზმულებში ვრცელდებოდა, აგვისტოში ეს თვისება შეიცვალა და ვრცელდება ახალგაზრდებზე, რომლებიც საბედნიეროდ უფრო მარტივად უმკლავდებიან მას. ამიტომ ჯამური ავადობა და სიკვდილობა პროცენტულად შემცირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსი ნაკლებად მავნებელი გახდა. ვიდრე ვაქცინა და მედიკამენტი არ გვექნება, მოგვიწევს გამკლავება ძალიან მძიმე ზომების მიღებით“, - აღნიშნა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ამჟამად მსოფლიოში უკვე შექმნილია 150-ზე მეტი „კანდიდატი ვაქცინა“, მათგან ხუთი–ექვსის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია ნოემბრის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის პროგრამების ევროპის დეპარტამენტის დირექტორის ნინო ბერძულის განმარტებით, უკვე მომავალი წლის დასაწყისში ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა ვაქცინამ გაიარა პრეკვალიფიკაცია და რომელი ვაქცინა მიიღებს გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენების ნებართვას.

ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას COVAX–პლატფორმის ფარგლებში ვაქცინის 700 ათასამდე დოზის მიღების იმედი აქვს.

COVAX–პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „ვაქცინების გლობალურმა ალიანსმა“ შექმნა, 170-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში ამჟამად ცხრა „კანდიდატი ვაქცინა“ მუშავდება, კიდევ ცხრა პოტენციური ვაქცინა შეფასებას გადის. ამავდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მწარმოებლებთან, რომელთა კვლევებიც ამ დროისთვის COVAX-სგან არ ფინანსდება.

ვაქცინის პარტიის ფასი, რომლის მიღებასაც საქართველო ელოდება, 17 მლნ დოლარია. აქედან COVAX-ში უკვე გადარიცხულია 4 მლნ დოლარი. აღნიშნულ პლატფორმასთან საქართველო ორი ათეული წელია თანამშრომლობს.

საქართველო COVID-19-ის ვაქცინის მოლოდინშია>>

ვაქცინამ აშშ-ის კვების პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს (FDA), ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადებითი შეფასება უნდა მიიღოს.

მოსალოდნელია, რომ საქართველოში ვაქცინაცია პირველ რიგში რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს ჩაუტარდებათ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)

მთავარი თემები