როდის გამოჩნდება საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა

© photo : National Center for Disease Control and Preventionტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან გახდება, მანამდე კი მოსახლეობას ისევ პრევენციული ზომებით მოუწევს ცხოვრება.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ჩვენი რეგიონისთვის კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყება დაახლოებით გაზაფხულზე გახდება ხელმისაწვდომი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსი უკან არ იხევს, პირიქით, ძალებს იკრებს

პირველი აცრები გერმანულ-ამერიკული ვაქცინით, რომელზეც ყველაზე დიდი იმედები მყარდება, შეიძლება მიმდინარე წელს დაიწყოს. ასევე ბრიტანულ-შვედური ვაქცინით, რომელიც, ალბათ, დეკემბერში გამოჩნდება. მაგრამ ეს შეზღუდული იქნება, აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შვიდი მილიარდი ადამიანი, ან მისი ნახევარი მაინც რომ იმუნური შეიქმნას, დაახლოებით 7-8 მილიარდი ვაქცინაა საჭირო. მსოფლიოში უკვე ვაქცინების რვა მილიარდი დოზაა შეკვეთილი.

„ჩვენ ვართ პლატფორმაზე, სადაც საქართველომ ოთხი მილიონი დოლარი შეიტანა. დაახლოებით 20% რომ მოვიცვათ, 17 მილიონ დოლარამდე გვჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მანამდე ისევ პრევენციული ღონისძიებებით – პირბადით და ასე შემდეგ მოგვიწევს ცხოვრება, აღნიშნა მან.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
რას ურჩევს იმნაძე COVID-19-ით დაავადებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ

„ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს და მან უკვე მოკლა 1 200 ათასი ადამიანი, მათ შორის, 500-ზე მეტი ადამიანი ჩვენთან. მეტი კომუნიკაციაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი ახსნა, რომ დიახ, ის არსებობს და რომ ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი. გრიპიც სერიოზული დაავადებაა, მაგრამ ის გრიპზე უფრო რთულია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის პანდემია ალბათ კიდევ ერთი წელი არ დამთავრდება. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას გრიპის ვირუსზე ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს>>

გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური ცდების წარმატებული მესამე ფაზის შესახებ განაცხადეს – ვაქცინამ აჩვენა, რომ კორონავირუსის ინფიცირების აღკვეთა 90%-იანი ეფექტურობით შეუძლია. ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანა აშშ-ში უკვე ნოემბერში იგეგმება. ამასთან ერთად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ვაქცინის გამოცდაც.

ყველა ახალი ამბავი
0