„ეს არ არის ცრემლმდენი გაზი, აქ სხვაობა დიდია“ : შსს მორიგ განმარტებას აკეთებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია ცესკოსთან
აქცია ცესკოსთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა საბანაძის განცხადებით, შსს კანონის ფარგლებში მოქმედებდა და წყლის ჭავლი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ზედმიწევნით დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოიყენა.

თბილისი,  9 ნოემბერი – Sputnik. თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებას გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
ხუხაშვილი: ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოვუწოდებ

კვირას ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. საბანაძის განმარტებით, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, ვინაიდან მათ არერთხელ მოუწოდეს აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ. 

აქცია - Sputnik საქართველო
გამაფრთხილებელი სიგნალი ცესკოსთან: პოლიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს

„შსს-ს მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს დაეცვათ მართლწესრიგი და დამორჩილებოდნენ კანონიერ მოთხოვნას, შეკრებილებმა გააგრძელეს ცესკოს შენობაში შეჭრის მცდელობა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს, ჯგუფურად თავს ესხმოდნენ, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას“, – განაცხდა მინისტრის მოადგილემ.

საბანაძემ აქციაზე დემონსტანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება კატეგორიაულად უარყო.

„წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცესკოს შენობაში უკანონოდ შეჭრას ცდილობდნენ. რაც შეეხება ცრემლდენ გაზს, იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს, არის სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოყენებული იქნას. ეს არ არის ცრემლმდენი გაზი. აქ სხვაობა დიდია“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

მისი ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკების დროს 14 სამართალდამცველი, სამი ჟურნალისტი და 10-მდე აქციის მონაწილე დაშავდა. მათგან რამდენიმეს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, დანარჩენები კი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

გუშინ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 19 პირი დააკავეს.

ცესკოსთან მომხდარი არეულობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი რეაგირება და კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, განაცხადა საბანაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0