გამაფრთხილებელი სიგნალი ცესკოსთან: პოლიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს

გამოწერა
პოლიცია პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და მომიტინგეებს ცესკოს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.

თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, გამაფრთხილებელი სიგნალია ჩართული. 

დემონსტრანტების დაშლა ცესკოსთან - Sputnik საქართველო
შსს: პოლიციამ ცესკოსთან პროპორციული ძალა გამოიყენა

სამართალდამცველები ადგილზე შეკრებილ პირებს, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებენ.

პოლიცია პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და მომიტინგეებს ცესკოს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.

ცესკოს შენობის ირგვლივ პერიმეტრს სპეცრაზმი იცავს. 

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში გამართლი აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის უკმაყოფილებას დესტრუქციულად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0