ხუხაშვილი: ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოვუწოდებ

© Facebook / Gia Khukhashviliგია ხუხაშვილი
გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.

თბილისი, 9 ნოემბერი – Sputnik. ხელისუფლებას მივმართავ წინადადებით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდოს და არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შექმნას, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

სიტუაცია ცესკოსთან. 8,11,2020 - Sputnik საქართველო
კობახიძე: ცესკოზე მიმდინარე შტურმს კრიმინალი ნიკანორ მელია მეთაურობს

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ცხრა პარტია, მათ შორის რვა ოპოზიციური, შედის. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას არალეგიტიმურს უწოდებს. ისინი პროტესტის ნიშნად სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ.

„საგამოძიებო კომისია შეისწავლის ყველა გარემოებას. დაკითხავს თამარ ჟვანიას და სხვა პირებს, პროცესს ცივილიზებული სახე მიეცემა და პარლამენტის კედლებში გადაინაცვლებს. თუ კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, რომ არჩევნები გაყალბდა იმ ხარისხით, რამაც არსებითად შეცვალა შედეგი, ამ შემთხვევაში ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს უნდა დათანხმდეს“, – განაცხადა ექსპერტმა.

გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისსა და ბათუმში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ოპოზიციამ ულტიმატუმი წამოაყენა – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. თბილისში აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ გაემართნენ, ბათუმში კი მომიტინგეებმა აჭარის მთავრობის შენობის წინ კარვები გაშალეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის მოქმედებებს დესტრუქციად აფასებენ და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დღეს, 18:00 საათზე განახლდება.

ყველა ახალი ამბავი
0