გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Alexander Kondratyukაცრა
აცრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგი მოსახლეობას, განსაკუთრებით, რისკ–ჯგუფებში შემავალ პირებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. დღეიდან ყველა პოლიკლინიკაში, სადაც აცრის კაბინეტები მუშაობს, რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებს ამ ეტაპზე საქართველოში: გამყრელიძის განმარტება>>

გამყრელიძის თქმით, ვაქცინის მარაგები მთელი კვირის განმავლობაში შეივსება და გრიპის ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებისთვის იქნება შესაძლებელი.

„დღემდე ამ სეზონზე ყველაზე ძლიერი ვირუსი გრიპი იყო, თუმცა უკვე თითქმის ერთი წელიწადია, კაცობრიობას ახალი კორონავირუსი აწუხებს, რომელიც უფრო დიდ ავადობასა და სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე აქამდე ცნობილი კორონავირუსები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს, თუმცა ის აქვე აღნიშნავს, რომ გრიპის ვირუსი ნოემბერში გამოჩნდება და თანდათანობით იქნება მისი და ახალი კორონავირუსული ინფექციის ზედდება.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსთან ერთად შემოდგომაზე გრიპის სეზონიც გააქტიურდება

ეპიდემიოლოგი მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე თან სეზონური გრიპებიც დაერთვება.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დროულ ვაქცინაციას გრიპის საწინააღმდეგოდ. ჩვენთან წელს სახელმწიფომ 2,5-ჯერ მეტი ვაქცინა შეიძინა, ვიდრე შარშან და უკვე ორ კვირაზე მეტია, აცრები უკეთდება მაღალ რისკ-ჯგუფებს“, – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს მიმართავს და სთხოვს, რომ მათ აცრები 20 ნოემბრამდე გაიკეთონ, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას აცრის შემდეგ დაახლოებით 10–14 დღე სჭირდება. მისი თქმით, ვირუსი ცირკულირებას ნოემბრის მეორე ნახევარში ან ნოემბრის ბოლოს დაიწყებს, მისი პიკი დეკემბერში იქნება და აუცილებელია, რომ ამ პერიოდისთვის რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანები აცრილი იყვნენ.

გრიპის სეზონი: ათი წესი და ორი შეხსენება მშობლებს>>

მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორსულებზე. მისი თქმით, „გრიპის ვირუსი შერჩევით და არჩევით ერჩის ორსულ ქალბატონებს. ამიტომ გთხოვთ უმორჩილესად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კულტურა ორსულებში გავზარდოთ".

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსი არ დასრულდება ნოემბერში, არც დეკემბერში და არც მარტში

საქართველოში სულ 110 ათასი დოზა ვაქცინა შემოვიდა. ქვეყანა ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი დოზა ვაქცინას ელოდება. საჭიროების შემთხვევაში, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ვაქცინის დამატებით დოზებს შეიძენს. 

რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინაცია უფასოა. რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები და ა.შ.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.

ეპიდემიოლოგები: აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში>>

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0