06:29 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2646)
87 0 0

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18 364 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 209 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის თბილისში – 2 106, აჭარაში – 696.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში Covid-19-ის მართვაში ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ერთვება>>

გარდაცვალების ყველაზე მეტი – ცხრა შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. თბილისში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, იმერეთის რეგიონში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი და კახეთში – ერთი.

აჭარაში გარდაცვლილი პაციენტების ასაკი 63-დან 78 წლამდეა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს 13 ოქტომბერს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 71 წლის მამაკაცი, რომლის დიაგნოზი იყო კორონავირუსი, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, პარკინსონის დაავადება.

რაც შეეხება 71 წლის ქალს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

კიდევ ერთ გარდაცვლილ 76 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.

რაც შეეხება 75 წლის ქალს, მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი.

კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა კლინიკა „მედცენტრში“. 73 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შოკი დაუზუსტებელი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა. არტერიული ჰიპერტენზია, ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი, გნოზიულის უკმარისობა, საძილე არტერიის ოკლუზია და სტენოზი.

ამასთან, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. პაციენტს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, კომა, ზოგადი სიმსუქნე.

ამავე ჰოსპიტალში გარდაიცვალა 75 წლის მამაკაცი. აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე პოსტჰემორაგიული ანემია, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული მწვავე სისხლდენით, ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, თირკმლების მწვავე უკმარისობა, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს-სინდრომი.

კორონავირუსით 78 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გადატანილი ინფარქტი, სტენტირება.

კახეთში კორონავირუსით 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ლაგოდეხის „არქიმედეს” კლინიკაში მკურნალობდა. მას კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის სხვა გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

COVID-19: საყოველთაო კარანტინს კიდევ ერთი ქვეყანა აცხადებს>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35567-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2646)

მთავარი თემები