თბილისი, ბათუმი, იმერეთი: ინფიცირებულთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 445 თბილისში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე კვლავ აჭარაა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ინფექციის სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 437, იმერეთი – 388, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 151, სამცხე-ჯავახეთი – 44, კახეთი – 40, გურია – 35, ქვემო ქართლი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 12.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 20 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან თბილისში – შვიდი ადამიანი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ორი, მცხეთა-მთიანეთში – ერთი და კახეთში – ერთი ადამიანი“, – განაცხადა სიჭინავამ.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 18 364 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში 4 209 ადამიანია მოთავსებული, მათ შორის, თბილისში – 2 106, აჭარაში – 696. 

ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოში COVID-19-ის მართვაში ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ერთვება

521 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 128 პაციენტი – თბილისში 70, აჭარაში 29.

კოვიდ–სასტუმროებში მოთავსებულია 2 346 ადამიანი: თბილისში – 1234, აჭარაში – 826. ბინაზე მკურნალობს 11 809 პაციენტი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 074 ადამიანი, აქედან თბილისში – 3 764 პირი, აჭარაში – 11 190, იმერეთში – 4 024. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 3 324 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 683, აჭარაში – 1 649.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 35567-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0