23:58 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2518)
63 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ცენტრალური ონლაინ–კლინიკა ამოქმედდება, რომელიც COVID-19-ის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლს განახორციელებს. შესაბამისი ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ონლაინ–კლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებით, უმცროსი მედპერსონალით და ასევე სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელებით. ისინი შესაბამის ტრენინგს გაივლიან.

აღნიშნული დადგენილებით ასევე განისაზღვრა COVID-19-ის მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. ყველა სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პროექტში ორშაბათიდან ჩაერთვება.

კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვებათ, დაზღვეულ პირებს მიაწოდონ კორონავირუსის შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს წინასწარ გაიგონ, კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში რომელი ექიმი გაუწევთ კონსულტაციას. აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2518)

მთავარი თემები