15:31 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (970)
132 0 0

ტრადიციულად, ფესტივალი იმერეთის მხარის თეატრებს აერთიანებს და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik.  ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2020“  ღია სივრცეში, ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრის „მწვანე სცენაზე“ საზეიმოდ გაიხსნა.

იმერეთის რეგიონის დედაქალაქში ფესტივალი 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ტრადიციულად, ფესტივალი იმერეთის მხარის თეატრებს აერთიანებს და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობენ პროფესიონალური და სახალხო თეატრები ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, წყალტუბოდან, ჭიათურიდან, ტყიბულიდან,ხონიდან, საჩხერიდან, თერჯოლიდან, სამტრედიიდან, ვანიდან და ხარაგაულიდან. 

შეკრებილ საზოგადოებას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მიმართეს.

„ფესტივალი თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისთვის, არამედ ზოგადად, ქართული თეატრისთვის. ეს ფესტივალი კარგად წარმოაჩენს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მდიდარი თეატრალური მხარე იმერეთია. იმერეთი გამოირჩევა იმითაც, რომ ამ რეგიონში ყველაზე მეტი პროფესიული და მოყვარული თეატრალური დასი ფუნქციონირებს და ეს ფესტივალი მათთვის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთის“ მიზანია ახალი სახეების გამოვლენა, თეატრის პოპულარიზაცია, თეატრალური დასებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნა და პროფესიული ხარისხის გაზრდა.

თემები:
საქართველო და კულტურა (970)

მთავარი თემები