ქუთაისში „თეატრალური იმერეთი 2020“ გაიხსნა

© photo: Sputnikქუთაისი
ქუთაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციულად, ფესტივალი იმერეთის მხარის თეატრებს აერთიანებს და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik.  ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2020“  ღია სივრცეში, ქალაქ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრის „მწვანე სცენაზე“ საზეიმოდ გაიხსნა.

იმერეთის რეგიონის დედაქალაქში ფესტივალი 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ტრადიციულად, ფესტივალი იმერეთის მხარის თეატრებს აერთიანებს და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობენ პროფესიონალური და სახალხო თეატრები ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, წყალტუბოდან, ჭიათურიდან, ტყიბულიდან,ხონიდან, საჩხერიდან, თერჯოლიდან, სამტრედიიდან, ვანიდან და ხარაგაულიდან. 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ოქტომბერში „დონ კიხოტზე“ გეპატიჟებათ

შეკრებილ საზოგადოებას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მიმართეს.

„ფესტივალი თავისი მასშტაბით მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა არა მხოლოდ იმერეთის რეგიონისთვის, არამედ ზოგადად, ქართული თეატრისთვის. ეს ფესტივალი კარგად წარმოაჩენს, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მდიდარი თეატრალური მხარე იმერეთია. იმერეთი გამოირჩევა იმითაც, რომ ამ რეგიონში ყველაზე მეტი პროფესიული და მოყვარული თეატრალური დასი ფუნქციონირებს და ეს ფესტივალი მათთვის კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობაა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ფესტივალი „თეატრალური იმერეთის“ მიზანია ახალი სახეების გამოვლენა, თეატრის პოპულარიზაცია, თეატრალური დასებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნა და პროფესიული ხარისხის გაზრდა.

ყველა ახალი ამბავი
0