თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ოქტომბერში „დონ კიხოტზე“ გეპატიჟებათ

© Sputnik / Alexander Imedashviliზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ჩანს, ოპერის თეატრი არ დაელოდა ოფიციალურ გახსნას და თავის ერთგულ მაყურებელს წარმოდგენის ალტერნატიული ფორმა შესთავაზა

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მაყურებელს იწვევს ბალეტზე „დონ კიხოტი“ - წარმოდგენები კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიმართება თეატრის შიდა ეზოში 15-18 ოქტომბერს, ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე.

თბილისში გაიმართება საიუბილეო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ >>

აგვისტოს ბოლოს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ თეატრები მუშაობის დაწყებას 1 ოქტომბრიდან შეძლებენ. თუმცა COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო თეატრების გახსნა 1 ნოემბრამდე გადაიდო.

BATUMI MUSIC FEST - Sputnik საქართველო
ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

მაყურებლები ნახავენ სუიტას „დონ კიხოტი“ ლუდვიგ მინკუსის მუსიკაზე. ეს არის სპექტაკლი მარიუს პეტიპას, ალექსანდრ გორსკის და ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით, ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიულ ვერსიაში.

 დადგმაზე მუშაობდნენ დამდგმელი დირიჟორი – ზაზა კალმახელიძე, დამდგმელი მხატვარი – ვიაჩესლავ ოკუნევი, დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები – ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი. სიუტის პრემიერა თბილისში 2005 წლის 6 მაისს შედგა, ახალ რედაქციაში მაყურებელმა დადგმა 2016 წლის 29 დეკემბერს იხილა.

სპექტაკლების დასაწყისი 20:00 საათზე. შესვლა ლაღიძის ქუჩიდან.

„დონ კიხოტი“ - მიგელ სერვანტესის რომანის „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“ მიხედვით დადგმული ბალეტი. ყველაზე პოპულარულია ალექსანდრ გორსკის დადგმა ლუდვიგ მინკუსის მუსიკაზე. შემდგომში ამ ბალეტის საკუთარი რედაქციები, რომლებიც ძლიერ განსხვავდებოდა თავდაპირველი ვერსიისგან, შექმნეს სხვა ქორეოგრაფებმაც, კერძოდ ვლადიმირ ვასილიევმა, ალექსეი რატმანსკიმ და ბორის ეიფმანმა.

ყველა ახალი ამბავი
0