15:17 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
38 0 0

საბჭოს წევრები ამ ეტაპზე პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევენ, პარალელურად იღებენ განაცხადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიებზე.

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირველი და მეორე სასამართლო ინსტანციების მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს, ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

ამჟამად გასაუბრება 12 კანდიდატთან მიმდინარეობს. იუსტიციის საბჭოს მონაცემებით, მოსამართლეთა კონკურსის შემდეგ ეტაპზე 68 კანდიდატი გადავიდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ახალი შერჩევისთვის მზადაა>>

„დღევანდელ სხდომაზე 12 კანდიდატია გამოძახებული და საბჭოს ყველა წევრს შესაძლებლობა ექნება, თითოეულ კანდიდატს თავისთვის სასურველი კითხვები დაუსვას. ძირითადი კრიტერიუმები არის კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება, რომელიც ასევე ქვეკრიტერიუმებად არის კანონში ჩაშლილი. თითოეული კანდიდატის ირგვლივ შეგროვებულია ყველა სახის ინფორმაცია, რომლის მოძიებაც შესაძლებელი იყო შესაბამისი ორგანოებიდან, ასევე საჯარო სივრციდან და საბჭოს წევრები ფლობენ უკვე ამ ინფორმაციას“, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

კონკურსი პირველ და მეორე სასამართლო ინსტანციებში 99 ვაკანტურ ადგილზე ტარდება. დღეიდან ასევე დაიწყო ელექტრონული განაცხადების მიღება ცხრა ვაკანსიაზე უზენაეს სასამართლოში. განაცხადების მიღება 29 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა ახალი რეგულაციებით მიმდინარეობს, რომლებიც შეტანილია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში.

მოსამართლეთა შერჩევის ეტაპები

შერჩევა ოთხ ეტაპად მიმდინარეობს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც თითოეულ კანდიდატურას ცალკე უყრის კენჭს.

პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატების შესარჩევად. მათი რაოდენობა ვაკანსიების რაოდენობას სამჯერ უნდა აღემატებოდეს.

შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითოეულ კანდიდატს გაესაუბრება საჯაროდ და შეამოწმებს ინფორმაციას მათ შესახებ.

შემდეგ ეტაპზე, გასაუბრების შედეგად, მცირდება კანდიდატების რაოდენობა უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილების შესაბამისად.

ბოლო ეტაპია კენჭისყა, რათა საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინონ. სიაში ხვდება ის, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 მისცემს ხმას.

მთავარი თემები