„დაკარგული შესაძლებლობა“: ევროკავშირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები თბილისში
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირი საქართველოს კანონმდებლობასა და მის შედეგებს ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით შეაფასებს.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ ხელიდან გაუშვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხისადმი ნდობის ამაღლების შესაძლებლობა, როდესაც მიიღო შესწორებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ისე, რომ არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, ნათქვამია ევროკავშირის საგარეო კავშირების სამსახურის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი და განხეთქილება გამოიწვია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“. მოქმედი კანონმდებლობის მიმართ სერიოზული შენიშვნები ჰქონდათ არასამთავრობო სექტორსაც და ოპოზიციასაც. შედეგად – საპარლამენტო უმრავლესობამ მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები შეიმუშავა.

თბილისი - Sputnik საქართველო
არჩევნები, სასამართლო, ადამიანის უფლებები – რისთვის შეაქეს და გააკრიტიკეს საქართველო?

„ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო ევროკავშირმა და სხვა ძირითადმა დამკვირვებლებმა შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს. სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის შექმნის დაკარგული შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „საერთო სასამართლოების“ შესახებ, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები მკვიდრდება. შესწორებები ადგენს კანდიდატების შერჩევის ახალ წესებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა უნდა მოიწონოს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კანონმდებლობასა და მის შედეგებს ვენეციის კომისიის შემდგომი დასკვნის გათავალისწინებით შეაფასებს და ელოდება, რომ საქართველო მომავალშიც განიხილავს შერჩევის პროცესის წესებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტს შესწორებები შეაქვს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“

„სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვას საკვანძო მნიშვნელობა აქვს საქართველოსადმი მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობისთვის და ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შესწორებები უკავშირდება ორ მნიშვნელოვან საკითხს – უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას.

მმართველმა პარტიამ ბოლო შესწორებებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა საერთაშორისო პარტნიორებთან და მოითხოვა ვენეციის კომისიის მოსაზრებები 21 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მიმართეს. თუმცა პარლამენტი დასკვნას არ დაელოდა და ცვლილებები მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0