02:48 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

მოსამართლეობის ახალ კანდიდატებს, მას შემდეგ, რაც ისინი ყველა ეტაპს გაივლიან, უკვე საქართველოს პარლამენტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცებს.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს პერიოდში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ცხრა კანდიდატის შერჩევას დაიწყებს, მაგრამ ახლა უკვე სხვა კრიტერიუმებით, განაცხადა საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. ვითარების დასამშვიდებლად მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მათი ნაწილი უკვე შერჩეულია, თუმცა ყველა ადგილი არ შევსებულა, რადგან გადაწყდა, რომ წესები გადაიხედოს და მოსამართლეების დამტკიცების საშუალება 2020 წლის მოწვევის პარლამენტს მიეცეს.

არჩევნების წინა პერიოდში პარლამენტმა წესებზე კიდევ ერთხელ იმუშავა და გადაწყვიტა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ვალდებული არიან, რომ დაასაბუთონ უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილება, ხოლო კანდიდატებს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა მიეცა.

„ამ ვაკანსიებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს ახალ პროცედურას. ცხადდება ახალი კონკურსი, საბუთებს 21 დღის განმავლობაში მივიღებთ, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული და შემდგომ უკვე გაგრძელდება საკონკურსო პროცედურები“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მოსამართლეობის ახალ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტი უკვე ახალი შემადგენლობით დაამტკიცებს, მას შემდეგ, რაც ისინი შერჩევის ყველა ეტაპს გაივლიან.

მოსამართლეობის კანდიდატებს შერჩევის რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. განაცხადების მიღება 9 ოქტომბრიდან დაიწყება.

მოსამართლეთა შერჩევის ეტაპები

შერჩევა ოთხ ეტაპად მიმდინარეობს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც თითოეულ კანდიდატურას ცალკე უყრის კენჭს.

პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატების შესარჩევად. მათი რაოდენობა ვაკანსიების რაოდენობას სამჯერ უნდა აღემატებოდეს.

შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითოეულ კანდიდატს გაესაუბრება საჯაროდ და შეამოწმებს ინფორმაციას მათ შესახებ.

შემდეგ ეტაპზე, გასაუბრების შედეგად, მცირდება კანდიდატების რაოდენობა უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილების შესაბამისად.

ბოლო ეტაპია კენჭისყა, რათა საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინონ. სიაში ხვდება ის, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 მისცემს ხმას.

მთავარი თემები