08:19 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2228)
115 0 0

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ამ ეტაპზე ისევ აჭარაში ვლინდება. მიზნობრივი ტესტირება აჩვენებს, რომ რეგიონში პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ტესტირებული ინფიცირებულია.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში მოქალაქეები ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ან კომპენსაციის გაზრდას ითხოვენ, იუწყება „პირველი არხი“.

ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება >>

დღეს ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს შორის არიან სამორინეებში, რესტორნებსა და სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები, ასევე მიკროავტობუსების მძღოლები. მათი ნაწილი იღებს 200-ლარიან კომპენსაციას, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ეს ბანკის ვალების დასაფარადაც არ არის საკმარისი. ისინი პროცენტის შემცირებას და კვლავ საშეღავათო პერიოდს ითხოვენ.

„200-ლარიანი დახმარება რაში უნდა გვეყოს? რამდენიმე თვეა უკვე უმუშევრები ვართ, გვაქვს უამრავი საბანკო ვალდებულება და ეს თანხაც არაა საკმარისი. ვითხოვთ კომპენსაციის გაზრდას და ვადის გაგრძელებას. ასევე საბანკო სესხების გადავადებას. დაგვიბრუნონ სამუშაო ადგილები, დაგვაბრუნონ ჩვეულ რიტმში. სხვა ქალაქებში არაა შეზღუდვები და იგივე პირობებში ჩაგვაყენონ. შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება, ტრანსპორტიც გაჩერებულია“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ეკა მგელაძემ.

მუსიკოსი ნანა კუხალაშვილიც აცხადებს, რომ უმუშევარი დარჩა.

„ვარ მუსიკოსი, ვმუშაობ რესტორანში. 20:00 საათის შემდეგ იკეტება რესტორანი და არანაირი აზრი არ აქვს მუშაობას. დავრჩი შემოსავლის გარეშე. ვითხოვ, დაგვაბრუნონ ჩვეულებრივ რეჟიმში, დააბრუნონ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. რომც ვმუშაობდე, რით უნდა წავიდე, ტაქსის ფული სად გვაქვს. არ მესმის 20:00 საათის შემდეგ კორონავირუსი რატომ აქტიურდება, დრაკულა ხომ არაა?!“ – განაცხადა კუხალაშვილმა.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ამ ეტაპზე ისევ აჭარაში ვლინდება. მიზნობრივი ტესტირება აჩვენებს, რომ რეგიონში პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ტესტირებული ინფიცირებულია. აჭარაში დიდი ხანია კლასტერებს აღარ ითვლიან.

მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რესტორნები ღამის საათებში არ მუშაობენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – აქ სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდა.

გასულ დღე-ღამეში კოვიდ-ინფიცირებულების ზრდამ 549 ადამიანი შეადგინა, აქედან 348 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (2228)

მთავარი თემები