თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმის კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების მერვე საერთაშორისო ფესტივალი Batumi Black Sea Music and Art Festival 16–18 ოქტომბერს გაიმართება, აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალში, რომელიც ორგანიზებულია გამოჩენილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის მიერ, ტრადიციულად, ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტების მოსმენა და მასტერ–კლასები.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით და ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვების თანახმად, ფესტივალი ონლაინ–ფორმატში, მაყურებლის დასწრების გარეშე გაიმართება.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები ბოლო დროს აჭარაზე მოდის. იქ უკვე შეწყვიტა მუშაობა ქალაქთაშორისმა და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, დაწესებულია შეზღუდვებით ღამით რესტორნების მუშაობაზე.
ბოლქვაძემ ფესტივალი 2013 წელს დააარსა. ფესტივალი იმართება იუნესკოსა და საქართველოს მთავრობის პატრონაჟით.