00:00 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2155)
5910

ქვეყნის კლინიკებში ჯერჯერობით ასევე არ არის ადგილების დეფიციტი – ჰოსპიტალურ სექტორში 3 ათასი საწოლია მობილიზებული.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ საკმარისი რაოდენობის PCR–ტესტები შეიძინა, ქვეყანაში დეფიციტი არ არის, განაცხადა ბრიფინგზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

პირდაპირ თვითიზოლაციაში! - ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს PCR-ტესტს არ ჩაუტარებენ>>

მისი თქმით, უწყება მუდმივად აკონტროლებს მარაგებს და შესყიდვები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ტიკარაძემ ისაუბრა ინფიცირებულ პაციენტებზე და აღნიშნა, რომ 23 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, ხოლო 115 ინფიცირებული – რეანიმაციურ განყოფილებებში. კრიტიკულ მდგომარეობაშია 36 ადამიანი.

რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, მინისტრის თქმით, სისტემაში მობილიზებულია 3 ათასი ადგილი.

ტიკარაძე ასევე შეეხო არჩევნევბის ჩატარების თემასაც. მისი თქმით, უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი მოქალაქეებისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ ჩატარდეს. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკოსთან, აღნიშნა ტიკარაძემ.

„ყველანაირად ვეცდებით, რომ ყველა მოქალაქისთვის, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის უსაფრთხოდ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც საქართველოს კიდევ ერთხელ დააყენებს იმ დემოკრატიული განვითარების გზაზე, რომელიც გვაქვს არჩეული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 578-ით გაიზარდა და 8696-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 4619 ადამიანი, გარდაიცვალა – 54, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1100 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2155)

მთავარი თემები