COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© AP Photo / Mosa'ab Elshamyკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3992 ადამიანი, გარდაიცვალა – 48, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1100 ადამიანი.

თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 278 ადამიანი შეემატა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3992 ადამიანი, გარდაიცვალა – 48, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0