პირდაპირ თვითიზოლაციაში! - ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს PCR-ტესტს არ ჩაუტარებენ

გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ: პირბადე კორონავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა და მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ

 

თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. პირები, რომლებსაც ინფიცირებულებთან ექნებათ კონტაქტი, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ თვითიზოლაციაში გადავლენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

ახალი დადგენილება

უახლოეს დღეებში ძალაში შევა საქართველოს მთავრობის დადგენილება იმ პირთა შესახებ, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ექნებათ კონტაქტი. კერძოდ, მათ ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ თვითიზოლაციაში მოუწევთ გადასვლა. ეს, პირველ რიგში, ეხება ინფიცირებულთა ახლო – ოჯახურ და სამუშაო კონტაქტებს. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ქართული ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია

იმ შემთხვევაში, თუ მათ 12 დღის განმავლობაში არანაირი სიმპტომი არ გამოუვლინდებათ, PCR–ტესტის ჩატარების გარეშე ჩაითვლებიან უსაფრთხოდ.

მაგრამ თუ 12 დღის განმავლობაში ამ პირებს თუნდაც მცირედი სიმპტომი გამოუვლინდებათ - ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ისინი უნდა დაუკავშირდნენ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, ჩაატაროს ტესტირება თუ არა.

აჭარა - ყოველი მეხუთე ინფიცირებულია

აჭარაში ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირებულთა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მიზნობრივი ტესტირება აჩვენებს, რომ პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ტესტირებული რეგიონში ინფიცირებულია. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარას უკავშირდება

ბოლო დღეების მაჩვენებლების თანახმად, ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების 12 შემთხვევაა, 14 დღის მონაცემებით კი - 100 ათას მოსახლეზე 9,6 შემთხვევა. აჭარაში აღნიშნული მაჩვენებელი 9-10-ჯერ აღემატება როგორც 7, ისე 14 დღის მონაცემებს.

შვიდი დღის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა ასევე გურიაში, თბილისში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში.

რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, რვა თვის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე დაფიქსირდა 2 340 ინფიცირებული.

ინფიცირებულთა დიდი ნაწილი - უსიმპტომო პაციენტები არიან

ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც იმატებს. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს. 

საპყრობილე - Sputnik საქართველო
ბათუმის ციხე  კორონავირუსის პანდემიის გამო ყაზარმულ რეჟიმზე გადადის

აგვისტოში საქართველოში პაციენტთა 82% გამოჯანმრთელდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 39%-მდე შემცირდა. ახლა ის კვლავ მატებას დაიწყებს და 52%-ს მიაღწევს. ზრდის ტენდენცია მდგრადია.

 „ეს მცირე, მაგრამ იმის ნიშანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს პაციენტების სახლის პირობებში მკურნალობის პროცესი. ეს პრაქტიკა თბილისსა და იმერეთის რეგიონშიც ინერგება. ასეთ პაციენტებს 12-13 დღეში იზოლაციიდან გამოსვლა შეუძლიათ.

საქართველოში იზრდება ლაბორატორიების რიცხვი

დამსაქმებლები და საზოგადოება კორონავირუსს ერთობლივი ძალებით უნდა შეებრძოლონ, მიაჩნია გამყრელიძეს. ამ მომენტისთვის სახელმწიფო აგვარებს ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა სივრცეები თვითიზოლაციისთვის, ე.წ. „კოვიდ-სასტუმროები“, მედიკამენტების, ტესტებისა და პირადი ჰიგიენის საშუალებების მარაგი. 

პალატა - Sputnik საქართველო
საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 54-ს მიაღწია

საქართველოში იზრდება ასევე ლაბორატორიების რაოდენობა, სადაც შესაძლებელია ტესტების გაკეთება. ამჟამად 22 ასეთი ლაბორატორიაა, უახლოეს მომავალში მათ რიცხვს 3 ლაბორატორია შეემატება.

ამჟამად საქართველოში ნახევარი მილიონი PCR-ტესტი და 200 ათასამდე სწრაფი ტესტია.

სპეციალისტების თქმით, კორონავირუსი ქვეყანაში მინიმუმ კიდევ ერთი წელი იქნება.  ამიტომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეები შეეჩვიონ პირბადით სიარულს, აღნიშნავს გამყრელიძე.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა და 8 696–ს მიაღწია.  ამ დროისთვის სულ გამოჯანმრთელებულია 4619.  გარდაიცვალა 54 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 100 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0